ავტორიზაცია

ლივერპული ბენ დეივისს შეფილდ იუნაიტედში ანათხოვრებს

ლივერპული ბენ დეივისს შეფილდ იუნაიტედში ანათხოვრებს
თარიღი 17 აგვ 2021, 22:04

"ლივერპულის" მცველი, ბენ დეივისი კარიერას "შეფილდ იუნაიტედში" ერთწლიანი იჯარით გადადის, წერს Sky Sports.

კლუბები უკვე შეთანხმდნენ და გარიგება ოფიციალურად უახლოესი 24 საათის განმავლობაში დადასტურდება.

დეივისი "ლივერპულის" ფეხბურთელი 2021 წლის თებერვალში გახდა. იგი საგანგებო სიტუაციაში მოიყვანეს, ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად.