რეალი, პსჟ, სიტი და ახლა კიდევ ერთი კლუბი - რონალდუს სახელი მორიგ გუნდს დაუკავშირეს
მადრიდის "რეალის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "მანჩესტერ სიტის" შემდეგ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი დაუკავშირეს კიდევ ერთ კლუბს.
საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ, რომელიც ყურადღებით აკვირდება პორტუგალიელი თავდამსხმელის გარშემო არსებულ სიტუაციას. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mirror-მა გაავრცელა.
იგივე წყაროს მტკიცებით, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი "ბებერი ქალბატონის" ფორვარდის გადმობირების წინააღმდეგი არ არის.
შეგახსენებთ, "ბიანკონერის" შვიდიანი "მანკუნიანელებში" თამაშობდა 2003-2009 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 292 შეხვედრაში 118 გოლის გატანა მოასწრო.