უკვე ოფიციალურად: იუვენტუსმა კაიო ჟორჟე გაიფორმა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტურინის "იუვენტუსმა" გაიფორმა "სანტოსის" ახლა უკვე ყოფილი თავდამსხმელი, კაიო ჟორჟე, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლამდე იქნა გაფორმებული.
ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი "ბებერ ქალბატონს" საერთო ჯამში სამი მილიონი ევრო დაუჯდება. რა ვიცით "ბიანკონერის" ახალწვეული შემტევის შესახებ?
19-წლის წინახაზელი, რომელმაც "თევზების" შემადგენლობაში ჩაატარა 84 შეხვედრა და გაიტანა 17 გოლი. აქვე დავამატებთ, 2019 წელს, ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა მუნდიალი მოიგო.