მესის წასვლის შემდეგ, ბარსელონამ 10-ნომრიანი მაისური სხვა ფეხბურთელს შესთავაზა
ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შემდეგ, "ბარსელონაში" 10-ნომრიანი მაისური ვაკანტური გახდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კატალონიაში ან ნომერს მინიმუმ ერთი სეზონი არავინ მოირგებდა, მაგრამ ლა ლიგის წესების თანახმად, ეს შეუძლებელია.
უფრო კონკრეტულად კი ესპანეთის ჩემპიონატის გუნდის მთავარი შემადგენლობა დაკომპლექტებული უნდა იყოს 1-დან 25-ნომრამდე, შესაძლებელია უფრო მაღალი ნომრებიც, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ იმ მოთამაშეებს, რომლებიც იმ მომენტისთვის ახალგაზრდული გუნდის წევრებიც არიან.
რაც შეეხება "ბლაუგრანას", ათიანი ვაკანტურია, 14 აიღო რეი მანაიმ, კლუბის ხელმძღვანელობამ კი ლეგენდარული არგენტინელი თავდამსხმელის ნომერი ფილიპე კოუტინიოს შესთავაზა.
აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა არაერთმა წყარომ, თუმცა ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი "ლურჯ-ბროწეულისფრების" ახალი ათიანი ოფიციალურად ჯერ არ არის.
"ბარსელონას" ფლეიმეიქერის თანხმობა იქნება იმის მანიშნებელი, რომ უამრავი სატრანსფერო ჭორის მიუხედავად, ის არსად გადავა. შეგახსენებთ, უკანასკნელ პერიოდში, 29-წლის გამთამაშებლის სახელს ლონდონის "არსენალს" უკავშირებდნენ.