ავტორიზაცია

"კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო ჩაიშალა", - ყოფილი რუსი მეკარე

"კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო ჩაიშალა", - ყოფილი რუსი მეკარე
თარიღი 18 აგვ 2021, 12:05

"ვერონას" ყოფილმა მეკარემ, რუსლან ნიგმატულინმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ, "ნაპოლი" სერიოზულად ფიქრობდა ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ:

"კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ნაპოლი დამიკავშირდა. მისი გადმოსვლის თაობაზე მესაუბრებოდა 2006 წლის მუნდიალის ერთ-ერთი ჩემპიონი.

ქართველი შემტევის "ლურჯებში" ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან რუბინმა მის სანაცვლოდ მოითხოვა 20 მილიონი ევრო, რაც იტალიელებისთვის მიუღებელი გამოდგა.

ყველაფერი სწრაფად დასრულდა. საერთოდაც, ხვიჩას ვურჩევ არა სერია ა-ში, არამედ ბუნდესლიგაში გადასვლას, მაგალითად დორტმუნდში", - განაცხადა რუსმა ვეტერანმა.

შეგახსენებთ, უკანასკნელ პერიოდში, რუსული გუნდის ვინგერის სახელს აქტიურად უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს", ლონდონის "ტოტენჰემსა" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას".