ავტორიზაცია

ლაუტარომ ინტერს პირობა წაუყენა — წლიურად რამდენი მილიონის გამომუშავება სურს არგენტინელს?

ლაუტარომ ინტერს პირობა წაუყენა — წლიურად რამდენი მილიონის გამომუშავება სურს არგენტინელს?
თარიღი 18 აგვ 2021, 18:36

"ინტერის" თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა კლუბთან ახალ კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა, წერენ იტალიურ მედიაში.

ასე და ამგვარად, 23 წლის არგენტინელი მზად არის "ნერაძურიში" 2026 წლამდე დარჩეს, თუმცა წლიური ხელფასის სახით 7 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

თავის მხრივ, მილანური გრანდი ფორვარდს 6 მილიონზე მეტს არ სთავაზობს. მხარეები მალე ახალ შეხვედრას გამართავენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერმა" ლაუტაროს ტრანსფერზე "ტოტენჰემისა" და "ატლეტიკოს" შეთავაზებები იუარა.

2020/21 წლების სეზონში მარტინესმა "ნერაძურის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.