ავტორიზაცია

ლაციოს თავდამსხმელით 3 ევროპული კლუბი ინტერესდება

ლაციოს თავდამსხმელით 3 ევროპული კლუბი ინტერესდება
თარიღი 18 აგვ 2021, 19:15

"ლაციოს" თავდამსხმელმა, ხოაკინ კორეამ შესაძლოა კლუბი დატოვოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები მზად არიან 27 წლის არგენტინელი 35 მილიონ ევროდ გაყდონ.

როგორც აღინიშნება, კორეასთვის "ლესტერი", "ევერტონი" და "ინტერი" იბრძვიან.

გასულ სეზონში "ლაციოს" შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, კორეას სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.