ავტორიზაცია

სევილია დორტმუნდის ნახევარმცველს იმატებს

სევილია დორტმუნდის ნახევარმცველს იმატებს
თარიღი 18 აგვ 2021, 19:22

"დორტმუნდის" ნახევარმცველი, ტომას დილეინი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

არსებული ცნობით, "სევილია" 29 წლის დანიელის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებებში დასკვნით სტადიაზეა.

ესპანურ კლუბს ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაუჯდება, თავად ფეხბურთელი კი 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.

გასულ სეზონში დილეინიმ, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა "დორტმუნდთან" 2022 წლის ივნისში ეწურება, 34 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.