ავტორიზაცია

მორიგი იჯარა - ოფიციალურად: ბატჩუაიმ ჩელსი ისევ დატოვა

მორიგი იჯარა - ოფიციალურად: ბატჩუაიმ ჩელსი ისევ დატოვა
თარიღი 18 აგვ 2021, 20:43

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ბელგიელი ფორვარდი მიში ბატჩუაი ლონდონური გუნდიდან მორიგი იჯარით წავიდა.

ლონდონელების ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთწლიანი იჯარით კარიერას თურქულ „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.

საინტერესოა, რომ იჯარით გაშვებამდე, „ჩელსიმ“ ბატჩუაისთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, რადგან წინა კონტრაქტი 2022-მდე იყო გაფორმებული და მომდევნო ზაფხულს, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდებოდა.

გასულ სეზონში 27 წლის ფორვარდი იჯარით „კრისტალ პალასში“ ასპარეზობდა.

ბატჩუაი „ჩელსიში“ 2016 წელს გადავიდა, იქამდე კი „მარსელის“ და „სტანდარტის“ რიგებში ასპარეზობდა.

მას შემდეგ, რაც „ჩელსის“ საკუთრება გახდა, ბატჩუაიმ იჯარით „კრისტალ პალასის“ გარდა გადასვლა „დორტმუნდში“ და „ვალენსიაშიც“ მოასწრო.