ავტორიზაცია

ყოფილმა მწვრთნელებმა სამტრედიას სასამართლოში უჩივლეს

ყოფილმა მწვრთნელებმა სამტრედიას სასამართლოში უჩივლეს
თარიღი 18 აგვ 2021, 23:45

რამდენიმე თვის განმავლობაში, ს.კ. "სამტრედიასა" და მის ყოფილ მწვრთნელებს შორის, დავა მიდიოდა.

საქმე იმაშია, რომ გასული წლის სექტემბერში მთავარი მწვრთნელის პოსტი თავისი სურვილით კახა კაჭარავამ დატოვა, რომელსაც კონტრაქტი კიდევ 2 თვე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ამ 2 თვის კომპენსაციაზე უარი თქვა.

2-თვიანი კონტრაქტი ჰქონდათ მის თანაშემწეებსაც - კობა ჟორჟიკაშვილს, გელა ინალიშვილსა და იური გაბისკირიას, რომლებმაც კაჭარავას წასვლის და კლუბის სურვილის მიუხედავად, გუნდი არ დატოვეს.

ვინაიდან ზემოთ წარმოდგენილი მწვრთნელები გუნდის ახალი თავკაცის, გიორგი მიქაძის პრიორიტეტებში არ შედიოდა, "სამტრედიას" მათი გათავისუფლება იძულებით მოუწია.

ჟორჟიკაშვილმა, ინალიშვილმა და გაბისკირიამ კი კაჭარავასგან განსხვავებით, ამ 2 თვის კომპენსაცია მოითხოვეს და კლუბს სასამართლოში უჩივლეს.

"სამტრედია" ეროვნული ლიგაში 6 ქულის დაკლების, შემდეგ კი ეროვნული ლიგიდან მოკვეთის საფრთხის ქვეშ ჩავარდა. როგორც ცნობილია, კლუბმა სამივე მათგანის დავალიანება სრულად დაფარა და მათთან არანაირი კონტაქტი აღარ აკავშირებს.