ავტორიზაცია

ფერდინანდი: "2014 წელს არსენალში მინდოდა გადასვლა, მაგრამ ვენგერმა უარი მითხრა"

ფერდინანდი: "2014 წელს არსენალში მინდოდა გადასვლა, მაგრამ ვენგერმა უარი მითხრა"
თარიღი 19 აგვ 2021, 00:01

„მან.იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ექს-მცველმა, რიო ფერდინანდმა, 2014 წელს „არსენალში“ არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

„სიგიჟეა, მაგრამ „არსენალში“ გადასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი. კარიერის ბოლოს, როცა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მივდიოდი, სასტუმროში არსენ ვენგერს შეხვდი.

ვუთხარი: „არსენ, მომისმინე, „ემიუდან“ მივდივარ და თუ გინდა, მზად ვარ „არსენალში“ ითამაშო, გასახდელში დაგეხმარო. ვფიქრობ, ჩემი დახმარება გამოგადგება.

რა თქმა უნდა, თამაშსაც ვაპირებ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდს განწყობის შექმნაში დავეხმარები, საჭირო ატმოსფეროს შევქმნი.“ 

მან ეს შემოთავაზება იუარა და მართალიც იყო, იმიტომ რომ კარიერის ბოლო წელი, რომელიც „ქუინს პარკ რეინჯერსში“ გავატარე, კარგი ნამდვილად არ მქონია. თუმცა, გასახდელში დახმარება მართლა შემეძლო.“ - აღნიშნა რიომ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.