ავტორიზაცია

"სხვა ამბიციები მაქვს", - დონარუმამ მილანიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

"სხვა ამბიციები მაქვს", - დონარუმამ მილანიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 19 აგვ 2021, 16:23

„პსჟ-ს“ ახალწვეულმა ჯანლუიჯი დონარუმამ, „მილანიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„მილანში რვა წელი გავატარე, ეს ჩემი სახლია და გუნდთან ერთად უამრავი შესანიშნავი და რთული მომენტი გამოვიარე.

თუმცა ცხოვრებაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღო და მე სხვა ამბიციები მაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, სამუდამოდ დავრჩები „მილანის“ ფანი. ეს რვა წელი დაუვიწყარი იქნება ჩემთვის, მაგრამ ზრდისთვის ცვლილებები მჭირდებოდა, რათა უკეთესი და უფრო ძლიერი გავხმდარიყავი. 

გეფიცებით, როცა „მილანიდან“ მივდიოდი, სხვა გუნდებთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ კარგ ევრო 2020-ს ჩავატარებ, დამიკავშირდებიან.

„პსჟ-სთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა მითხრა: „როგორც იქნა, ჩვენთან ხარ.“ დიახ, წინა სეზონში გუნდმა ჩემპიონატი ვერ მოიგო, მაგრამ რეალურად ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს - ჩემპიონთა ლიგა.