ავტორიზაცია

ოფიციალურად: პედრო რომადან ლაციოში გადავიდა

ოფიციალურად: პედრო რომადან ლაციოში გადავიდა
თარიღი 19 აგვ 2021, 16:50

„რომას“ ნახევარმცველი პედრო როდრიგესი კარიერას „ლაციოში“ გააგრძელებს.

ინფორმაცია ოფიციალურად „არწივების“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

34 წლის ფეხბურთელი „რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა და გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებასაც არ გადიოდა.

პედრო როდრიგესი „რომაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და მისი კონტრაქტი 2023 წლამდე იყო გაფორმებული, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ესპანელმა ნახევარმცველმა „რომას“ მაისურით 40 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პედრო „ჩელსიში“ 2015 წლიდან ასპარეზობდა, იქამდე კი „ბარსაში“ თამაშობდა, რომლის სტრუქტურაშიც 2004 წლიდან ირიცხებოდა.