ავტორიზაცია

ბარსელონა ხეტაფეს ნახევარმცველით დაინტერესდა, მადრიდელებმა ფასი შეუთვალეს

ბარსელონა ხეტაფეს ნახევარმცველით დაინტერესდა, მადრიდელებმა ფასი შეუთვალეს
თარიღი 19 აგვ 2021, 17:47

„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

გუნდის ინტერესთა სფეროში „ხეტაფეს“ ნახევარმცველი, მაურო არამბარი მოხვდა.

ლურჯ-ბროწეულისფერთა ხელმძღვანელობამ 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე „ხეტაფესთან“ პირველი კონტაქტები უკვე დაამყარა.

თუმცა, მიუხედავად პირველადი კონტაქტებისა, ფეხბურთელების დამატებამდე „ბარსელონას“ ვინმეს გაშვება სჭირდება, რათა სახელფასო ჭერი შეამციროს.

„ხეტაფემ“ კატალონიელებს არამბარის ფასი უკვე დაუსახელა - მადრიდული გუნდი ფეხბურთელს მხოლოდ 25 მილიონ ევროდ შეელევა, ეს თანხა მას კონტრაქტში აქვს გაწერილი.

ურუგვაელი ფეხბურთელი ლა ლიგაში 2017 წელს „ბორდოდან" გადმოვიდა.