ავტორიზაცია

ლევანდოვსკი უკვე წლებია სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტს განიხილავს — რამდენს ითხოვს ბაიერნი?

ლევანდოვსკი უკვე წლებია სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტს განიხილავს — რამდენს ითხოვს ბაიერნი?
თარიღი 19 აგვ 2021, 21:50

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ არ არის გამორიცხული მიუნხენური გრანდი დატოვოს, იტყობინება Sky Sports.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, 32 წლის პოლონელი უკვე სამი წელია კარიერის სხვა ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტს განიხილავს, თუმცა "ბაიერნი" მის გაყიდვას 117 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ აპირებს.

მოგეხსენებათ, აქამდე, ლევანდოვსკი გერმანიაში 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რობერტს 563 ხმიდან 356 ერგო.

გასულ სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ცნობისთვის, ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.