ავტორიზაცია

პაპუ გომესი: "გასპერინის აგრესიის მოწმე 50 ადამიანი იყო, არ მესმის, რატომ აგრძელებს ტყუილს"

პაპუ გომესი: "გასპერინის აგრესიის მოწმე 50 ადამიანი იყო, არ მესმის, რატომ აგრძელებს ტყუილს"
თარიღი 19 აგვ 2021, 23:51

"ატალანტას" ყოფილმა, ამჟამად კი "სევილიას" შემტევმა ნახევარმცველმა, პაპუ გომესმა ბერგამოელთა მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, აქამდე, არგენტინელმა სპეციალისტი მისთვის დარტყმის მცდელობაში დაადანაშაულა, რაზეც გასპერინიმ უპასუხა, რომ ფიზიკური აგრესია პირიქით ფეხბურთელის მხრიდან იყო.

"არ მესმის, რატომ აგრძელებს გასპერინი ტყუილს. 50 ადამიანი იყო მისი აგრესიის მოწმე", - ციტირებს 33 წლის სამხრეთამერიკელის სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

"კლუბის მფლობელებთან ურთიერთობა არ გამფუჭებია, მათთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. სევილიაში გამგზავრების დღეს, მფლობელის (ანტონიო პერკასი) კაბინეტში ერთი საათი გავატარე, ვისაუბრეთ, ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ლუკასთან (პერკასის შვილი) ერთად ვიტირეთ. მთელი ამ წლების გამო მათ მადლობა გადავუხადე".

"მსგავსი სიტუაციები (გასპერინისთან) იქამდეც იყო, მათ შორის სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაში, მაგრამ მასზე ხელი არასდროს არავის აუწევია".

"ჩემი თანაგუნდელების მესმის. ბევრი შეტყობინება მივიღე, ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს: "არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ მსგავსი რამ კაპიტანთან მოხდა, მაშინ ჩვენს შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?" აი, ასე ვცხოვრობდით, შიშში", - დასძინა გომესმა.

VIDEO: პაპუ გომესმა სევილიას სადებიუტო მატჩში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა!