ავტორიზაცია

რომა შალკეს ცენტრალურ მცველს უმიზნებს

რომა შალკეს ცენტრალურ მცველს უმიზნებს
თარიღი 20 აგვ 2021, 00:20

"შალკეს" მცველმა, ოზან კაბაკმა კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც TMW იტყობინება, თურქი ფეხბურთელისთვის "რომა" იბრძვის.

გასული სეზონის მეორე ნაწილი 21 წლის უკანახაზელმა იჯარით "ლივერპულში" გაატარა, თუმცა მერსისაიდელებმა მისი კონტრაქტის შესყიდვა არ ისურვეს.

Transfermarkt-ის ვერსიით, კაბაკის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.