ავტორიზაცია

ჩაკვეს ზედიზედ მე-3 მატჩი, კიტეს გოლი და ქართველი ლეგიონერების შედეგები ევროტურნირებზე

ჩაკვეს ზედიზედ მე-3 მატჩი, კიტეს გოლი და ქართველი ლეგიონერების შედეგები ევროტურნირებზე
თარიღი 20 აგვ 2021, 10:09

კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების კლუბებმა ითამაშეს.

ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "მურას" დაუპირისპირდა და სტუმრად 1:3 დაამარცხა. კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო - ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი თავად გაიტანა.

სრული კრახი განიცადა ვლადიმირ ვაისის "სლოვანმა". სლოვაკურმა კლუბმა "ოლიმპიაკოსთან" 3:0 წააგო, კანკავამ და კაშიამ 90 წუთი ითამაშეს, ამ უკანასკნელმა ბოლო წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ "გენტმა" "რაკოვთან" 1:0 წააგო, ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა, რომელმაც "გენტში" უკვე ზედიზედ მესამე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" სტუმრად "აპოელს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა. ლორიამ კარგი მატჩი ჩაატარა და 3 სეივი გააკეთა.

"კოპენჰაგენს" ბრწყინვალედ მოერგო დავით ხოჭოლავა. დანიის საუკეთესო გუნდში ის ყველა მატჩში სტაბილურია. ხოჭოლავას გუნდმა "სივასპორი" 1:2 დაამარცხა