ავტორიზაცია

მოიესმა ვესტ ჰემში მილენკოვიჩის ტრანსფერი დაბლოკა

მოიესმა ვესტ ჰემში მილენკოვიჩის ტრანსფერი დაბლოკა
თარიღი 20 აგვ 2021, 11:34

"ვესტ ჰემი" "ფიორენტინას" მცველ ნიკოლა მილენკოვიჩისთვის აღარ იბრძვის, წერს Daily Mail.

ბოლო მომენტში საქმეში ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ჩაერია, რომელმაც "იების" უკანახაზელზე უარი განაცხადა.

აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ჩაქუჩები" იტალიურ კლუბს შეუთანხმდნენ და მილენკოვიჩის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა უკანახაზელს ფლორენციელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში მილენკოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.