ავტორიზაცია

ნორვიჩი მანჩესტერ იუნაიტედის მცველით ინტერესდება

ნორვიჩი მანჩესტერ იუნაიტედის მცველით ინტერესდება
თარიღი 20 აგვ 2021, 11:37

"ნორვიჩი" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ ბრენდონ უილიამსის იჯარით დამატებას გეგმავს.

როგორც Sky Sports იტყობინება, გარიგება შეიძლება მიმდინარე კვირაში შედგეს.

20 წლის ფეხბურთელისთვის "ნიუკასლი" და "საუთჰემპტონიც" იბრძვიან, მაგრამ "ეშმაკუნებს" ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მზად არიან თუ არა მისი გაშვებისთვის.

უილიამსი "ემიუს" აკადემიის აღზრდილია. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.