ბერნარდესკი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
"იუვენტუსის" თავდამსხმელს, ფედერიკო ბერნარდესკის გუნდში დარჩენა უნდა.
როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, 27 წლის იტალიელი მზად არის ტურინელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ბებერი ქალბატონის" შემტევს მომავალ ზაფხულს ეწურება.
ბერნარდესკიმ გასულ სეზონში "იუვეს" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.