ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონი ვალენსიას თავდამსხმელის ტრანსფერზე მუშაობს

ვულვერჰემპტონი ვალენსიას თავდამსხმელის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 20 აგვ 2021, 11:50

"ვალენსიას" გარემარბმა, გონსალო გედეშმა კარიერა შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც Goal იტყობინება, "ვულვერჰემპტონი" 24 წლის პორტუგალიელს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ახლა კლუბებმა სატრანსფერო ფასზე უნდა მიაღწიონ კომპრომისს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელში 25-30 მილიონ ევროს გადაიხდის.

გასულ სეზონში გედეშმა "ვალენსიას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.