ავტორიზაცია

ოფიციალურად: რომას ყოფილი მცველი ნაპოლიში გადავიდა

ოფიციალურად: რომას ყოფილი მცველი ნაპოლიში გადავიდა
თარიღი 20 აგვ 2021, 12:01

"ნაპოლიმ" ოფიციალურ საიტზე ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, ჟუან ჟეზუსის ტრანსფერი დაადასტურა.

30 წლის უკანახაზელმა ნეაპოლელებთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

აქამდე, ჟეზუსი "რომაში" ასპარეზობდა, სადაც გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და კლუბი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.