ავტორიზაცია

ლილმა ატლეტიკოს გოლკიპერის იჯარა შეათანხმა

ლილმა ატლეტიკოს გოლკიპერის იჯარა შეათანხმა
თარიღი 20 აგვ 2021, 12:04

"ატლეტიკოს" გოლკიპერი, ივო გრბიჩი უახლოეს პერიოდში კლუბს შეიცვლის.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ლილმა" 25 წლის ხორვატის არენდა შეათანხმა.

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი გრბიჩის ვარიანტზე "ბენფიკას" მეკარე ოდისეას ვლაჰოდიმოსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ გადაერთო.

ცნობისთვის, "როხიბლანკოს" კიპერს მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში გრბიჩმა "ატლეტიკოს" მაისურით მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.