ავტორიზაცია

ფოტო: არც რეალი და არც პსჟ - რონალდუმ როსტოვის მაისური მოირგო!

ფოტო: არც რეალი და არც პსჟ - რონალდუმ როსტოვის მაისური მოირგო!
თარიღი 20 აგვ 2021, 13:39

ტურინის "იუვენტუსმა" 2021/2022 წლების სეზონისთვის წარადგინა თავისი მესამე ფორმა, რომელიც ყვითელ და ლურჯ ფერებშია გაკეთებული. ახალი ეკიპირება პირველმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიზომა.

"ბებერი ქალბატონის" ფორმა დიზაინის თვალსაზრისით იწვევს ბევრ კითხვას, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, სილამაზითა და თანამედროვე ვიზუალით არ გამოირჩევა.

"ბიანკონერი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დატროლა არაერთმა გამოცემამ, ყურადღების ცენტრში მოექცა "როსტოვიც", რომლის ტვიტერ გვერდმა სახალისო ფოტო გამოაქვეყნა.

სურათზე ვხედავთ პორტუგალიელ თავდამსხმელს იგივე ეკიპირებით, თუმცა "იუვენტუსის" ლოგოს ნაცვლად, მის მკერდზე რუსული კლუბის ლოგოა დამშვენებული.

"ლურჯ-ყვითლებმა" ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ტურინელთა ახალი ფორმა ძალიან ჰგავს მათ ფორმას, როგორც ფერებით, ისე დაბალხარისხიანი ვიზუალური გაფორმებითაც.