ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი — ბარსელონას პედრის შენარჩუნება სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია
"ბარსელონა" მზად არის ნახევარმცველ პედრის ახალი კონტრაქტი გაუფორმოს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში 18 წლის ფეხბურთელის პროგრესით კმაყოფილები არიან. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება. "ბარსას" თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.
როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა ნახევარმცველის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი და ხელფასი საგრძნობალდ გაეზრდება. თავად პედრი მზად არის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გააგრძელოს თამაში.
გასულ სეზონში პედრიმ ყველა საკლუბო და სანაკრებო ტურნირზე ერთად 73 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.