"ევრო 2020-ზე არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც მინდოდა", - დეშამმა მბაპე საჯაროდ გააკრიტიკა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს თამაში შეაფასა.
"ტურნირს სწორი შემართებით შეხვდა. მაგრამ ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც მინდოდა. ზოგიერთი ამბობს, რომ მატჩის მიმდინარეობისას შესაცვლელია", - აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.
"მბაპე არის ფეხბურთელი, რომელსაც ერთ მომენტში შეუძლია ყველაფრის შეცვლა", - ციტირებს დეშამის სიტყვებს L'Equipe.
ევროპის ჩემპიონატზე 21 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ევროპის ჩემპიონატზე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.