ავტორიზაცია

"ყველაფერს დღეს გაიგებთ" - ვალენსიას მწვრთნელი მამარდაშვილზე

"ყველაფერს დღეს გაიგებთ" - ვალენსიას მწვრთნელი მამარდაშვილზე
თარიღი 21 აგვ 2021, 00:37

დღეს გაიმართება ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩი "გრანადასა" და "ვალენსიას" შორის.

პირველ ტურში ვალენსიელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა.

"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა იმაზე ისაუბრა, თუ ვინ იქნება ღამურების პირველი მეკარე "გრანადასთან."

"სილესენი თავს ძალიან კარგად გრძნობს, სრულად ვარჯიშობს და მზადაა სათამაშოდ.

ძირითად შემადგენლობას წინასწარ არ ვამბობ ხოლმე, ამიტომ დღეს ვნახავთ, ვინ იდგება კარში.

მამარდაშვილი ახალგაზრდა, კარგი მეკარეა და წინა მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა", - განაცხადა ბორდალასმა