ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - სერია ა-ს სტარტი, მამარდაშვილის მორიგი გამოჩენის მოლოდინი და ბევრი სხვა

რას ვუყუროთ დღეს? - სერია ა-ს სტარტი, მამარდაშვილის მორიგი გამოჩენის მოლოდინი და ბევრი სხვა
თარიღი 21 აგვ 2021, 10:19

მორიგი საფეხბურთო შაბათ-კვირა, რომელიც გვიმზადებს არაერთ გამორჩეულ მატჩს, როგორც დღეს, ისე ხვალ. მივყვეთ ჩემპიონატების მიხედვით.

ლა ლიგა

ლა ლიგაში ჩვენთვის გამოსარჩევია ორი შეხვედრა - "ბილბაო"-"ბარსელონა", რომელიც ასრულებს კიდეც დაფეხბურთო დღეს და რა თქმა უნდა, "გრანადა"-"ვალენსია". მოუთმენლად ველით გიორგი მამარდაშვილს "ღამურების" რიგებში.

პრემიერ ლიგა

პრემიერ ლიგაში დღეს ბრძოლაში ჩაერთვებიან "მანჩესტერ სიტი", რომელიც იღებს "ნორვიჩ სიტის" და "ლივერპული", საკუთარ კედლებში "ბარნლისთან". აგრეთვე გამოსარჩევია ჩისკო მუნიოსის "უოტფორდის" სტუმრობა "ბრაიტონთან".

სერია ა

დიახ, დღეს სერია ა იწყება. მოქმედი ჩემპიონი "ინტერი" მიიღებს "ჯენოას", "ატალანტა" და "ლაციო" კი ესტუმრებიან "ტორინოს" და შესაბამისად, "ემპოლის". დანარჩენი კი ხვალ.

ბუნდესლიგა

"დორტმუნდის" გოლების მანქანა, ერლინგ ჰოლანდი ამჯერად "ფრაიბურგის" მიწასთან გასწორებას ეცდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩების უმეტესობა გაიმართება დღეს, მაგრამ "ბაიერნი" ხვალ ითამაშებს.

ლიგა 1

"პარი სენ-ჟერმენმა" თავისი სამი ქულა უკვე მოიპოვა. დღეს კი იგივეს გაკეთებას ეცდება მოქმედი ჩემპიონი "ლილი", სტუმრად "სენტ-ეტიენთან" და "მონაკო", "ლანსთან".

15:30 - ლივერპული-ბარნლი

17:30 - ფრაიბურგი-დორტმუნდი

18:00 - მან სიტი-ნორვიჩი

20:30 - ინტერი-ჯენოა

21:30 - გრანადა-ვალენსია

22:45 - ტორინო-ატალანტა

23:59 - ბილბაო-ბარსელონა