ავტორიზაცია

უოტფორდის ახალწვეულმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვეს იუქმებს

უოტფორდის ახალწვეულმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვეს იუქმებს
თარიღი 21 აგვ 2021, 11:12

"უოტფორდის" ახალწვეული, იურაი კუცკა უახლოეს მატჩებში თავისი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

როგორც Football Insider იტყობინება, სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელი ტრავმის გამო 2-3 თვეს იუქმებს.

24 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ასტონ ვილასთან" გამართულ შეხვედრაში დაშავდა. იგი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და 69-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, "უოტფორდმა" კუცკა "პარმადან" 6 აგვისტოს ერთწლიანი იჯარით დაიმატა.