ავტორიზაცია

სასუოლო მზად არის ბერარდი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს

სასუოლო მზად არის ბერარდი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს
თარიღი 21 აგვ 2021, 11:18

თავდამსხმელ დომენიკო ბერარდის "სასუოლოს" დატოვება უნდა და კლუბს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა, იტყობინება Tuttomercatoweb.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 27 წლის იტალიელს კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

სავარაუდოდ, "სასუოლო" მზად იქნება ბერარდი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს და არა 40 მილიონად, რომელსაც პოტენციური მყიდველებისგან აქამდე ითხოვდა.

ბერარდი თავის ამჟამინდელ გუნდში 2012 წლიდან ასპარეზობს და მისი აღზრდილია. გასულ სეზონში მან სერია ა-ში 30 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.