ავტორიზაცია

ტოტენჰემი ლიონის ნახევარმცველის შეძენასთან ახლოს არის

ტოტენჰემი ლიონის ნახევარმცველის შეძენასთან ახლოს არის
თარიღი 21 აგვ 2021, 11:24

"ტოტენჰემი" "ლიონის" ნახევარმცველის, უსემ აუარის შეძენას გეგმავს, იტყობინება The Mirror.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ფრანგისთვის ბრძოლაში "დეზები" ფავორიტები მას შემდეგ გახდნენ, რაც "არსენალი", რომელსაც აგრეთვე უნდოდა ნახევარმცველის ხელში ჩაგდება, სხვა ფეხბურთელზე გადაერთო.

გასულ სეზონში აუარმა ყველა ტურნირზე ერთად "ლიონის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.