ავტორიზაცია

სევილია ვულვერჰემპტონის თავდამსხმელის ტრანსფერს ხურავს

სევილია ვულვერჰემპტონის თავდამსხმელის ტრანსფერს ხურავს
თარიღი 21 აგვ 2021, 11:31

"ვულვერჰემპტონის" ფორვარდი, რაფა მირი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიელები 24 წლის ესპანელში 16 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად ფეხბურთელს კლუბი 2026 წლამდე გათვლილ კონტრაქტს გაუფორმებს.

რაფა მირი 2020/21 წლების სეზონში "უესკაში" ირიცხებოდა იჯარით. ყველა ტურნირზე ერთად მან 39 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფორვარდმა ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მაისურით 6 შეხვედრაში 3 ბურთი შეაგდო და ტოკიოში გამართული თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.