ავტორიზაცია

ოფიციალურად: ატლეტიკომ მონაკოს გოლკიპერი დაიმატა

ოფიციალურად: ატლეტიკომ მონაკოს გოლკიპერი დაიმატა
თარიღი 21 აგვ 2021, 11:41

"მონაკოს" გოლკიპერი, ბენჟამენ ლეკომი იჯარით "ატლეტიკოში" გადავიდა, იუწყება ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი.

როგორც აღინიშნება, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ერთ სეზონზეა გათვლილი.

30 წლის ფრანგს ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია. გასულ სეზონში მან "მონაკოს" მაისურით 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაუშვა და 13-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლეკომის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.