ავტორიზაცია

ბემფორდმა ლიდსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბემფორდმა ლიდსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 21 აგვ 2021, 11:45

"ლიდსის" თავდამსხმელმა, პატრიკ ბემფორდმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

როგორც აღინიშნება, ახალი ხელშეკრულება 5 წელიწადზეა გათვლილი და 2026 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

27 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "ლიდსის" მაისურით ერთი მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო. გასულ სეზონში მან 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 8 ასისტიც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ბემფორდის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონ ევროს შეადგენს.