ავტორიზაცია

მონაკოს თავდამსხმელი შესაძლოა მილანში გადავიდეს

მონაკოს თავდამსხმელი შესაძლოა მილანში გადავიდეს
თარიღი 21 აგვ 2021, 11:50

"მონაკოს" თავდამსხმელმა, პიეტრო პელეგრიმ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს.

როგორც ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, "მილანი" 20 წლის იტალიელით ინტერესდება.

აღინიშნება, რომ კლუბები ფეხბურთელის იჯარაზე მუშაობენ. მოქმედი კონტრაქტის ვადა პელეგრის ფრანგულ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომაც "როსონერიში" გადასვლის წინ მონაკოელებთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

პელეგრი "მონაკოში" "ჯენოადან" 2018 წელს გადავიდა და ამ დროის განმავლობაში სულ 23 მატჩი ჩაატარა - 2 გოლი, 1 ასისტი.