ხოაკინ კორეას პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს
"ლაციოს" თავდამსხმელმა, ხოაკინ კორეამ კარიერა შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციით, "ევერტონი" 27 წლის არგენტინელითაა დაინტერესებული.
გასულ სეზონში კორეამ 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, სამხრეთამერიკელი შემტევის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.