ავტორიზაცია

ოფიციალურად: გარი კეჰილი ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: გარი კეჰილი ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 21 აგვ 2021, 11:58

"ბორნმუთმა" "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველ გარი კეჰილთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

35 წლის უკანახაზელი "ალუბლების" ღირსებას 2022 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

კეჰილი "ბორნმუთში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. გასული სეზონი მან "კრისტალ პალასში" გაატარა, რომელთანაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა.