ავტორიზაცია

რეალმა იოვიჩი სერია ა-ს ერთ-ერთ კლუბს შესთავაზა

რეალმა იოვიჩი სერია ა-ს ერთ-ერთ კლუბს შესთავაზა
თარიღი 21 აგვ 2021, 11:58

მადრიდის "რეალმა" თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი "რომას" შესთავაზა, იტყობინება გამოცემა Football Italia, La Repubblica-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მადრიდულ გრანდში ფიქრობენ, რომ 23 წლის სერბს რომაულ კლუბში ედინ ჯეკოს ჩანაცვლება შეუძლია, რომელიც მილანის "ინტერში" გადავიდა.

ცნობისთვის, იოვიჩი "რეალს" 2019 წელს შეუერთდა, მის სანაცვლოდ "ბლანკოსმა" "აინტრახტს" 63 მილიონი ევრო გადაუხადა.

ორი წლის განმავლობაში ფორვარდმა მადრიდელთა მაისურით ლა ლიგაში მხოლოდ 21 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 2020/21 წლების სეზონი იოვიჩმა იჯარით სწორედ "აინტრახტში" გაატარა, სადაც 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.