ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა ევრო 2020-ს ჩემპიონი დაიმატა

ოფიციალურად: მილანმა ევრო 2020-ს ჩემპიონი დაიმატა
თარიღი 21 აგვ 2021, 15:39

„რომას“ მცველი ალესანდრო ფლორენცი იჯარით „მილანში“ გადავიდა, იტყობინება მილანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა და შესაძლო გამოსყიდვასაც ითვალისწინებს.

„მილანში“ ევროპის ახალი ჩემპიონი 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ფლორენცი „რომას“ ფეხბურთელი 2010 წელს გახდა, მისი კონტრაქტი ამ გუნდთან 2023 წლამდე მოქმედებს, თუმცა ის რომაელთა გეგმებში კარგა ხანია აღარ შედის და კლუბი მას ზედიზედ მესამედ უშვებს იჯარით.

თავიდან იყო „ვალენსია“, შემდეგ მთელი წინა სეზონი მან „პსჟ-ში“ გაატარა და 36 მატჩშიც ითამაშა, თუმცა პარიზელებმა მისი გამოსყიდვა არ მოისურვეს.