ლაპორტას სიტიდან წასვლა სურს, ქალაქელებმა ფეხბურთელს ფასი დაადეს

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა გუნდიდან მცველი ემერიკ ლაპორტი გაუშვას.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წინ, 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან მოილაპარაკა, რომ მის სხვა გუნდში გადასვლას ისინი წინ არ აღუდგებიან.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს „მან.სიტი“ 60 მილიონ ფუნტად აფასებს.
ამ ეტაპზე, ერთადერთი გუნდი, რომელიც ლაპორტის მიმართ იჩენს ინტერესს - ტურინის „იუვენტუსია“.
გასულ სეზონში, ლაპორტმა პრემიერ ლიგის მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.