ავტორიზაცია

ტოტენჰემის ხვიჩასადმი ინტერესი Sky Sports-მაც დაადასტურა! ლონდონელები არჩევანს კვარასა და სხვა შემტევს შორის აკეთებენ

ტოტენჰემის ხვიჩასადმი ინტერესი Sky Sports-მაც დაადასტურა! ლონდონელები არჩევანს კვარასა და სხვა შემტევს შორის აკეთებენ
თარიღი 21 აგვ 2021, 17:36

ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports „ტოტენჰემის“ ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესს ადასტურებს!

დღეს გამოქვეყნებულ სატრანსფერო სიახლეებში გამოცემა აცხადებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ნუნო ეშპირიტუ სანტუს გუნდი შემტევის დამატებას აპირებს და არჩევანს ორ ფეხბურთელს შორის გააკეთებს.

გუნდი საქართველოს ნაკრების და „რუბინ ყაზანის“ 20 წლის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, თუმცა ეს ინტერესი ჯერ მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა და გუნდს მისი შეძენისკენ დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

მეორე ფეხბურთელი, რომელსაც „ტოტენჰემი“ უმიზნებს - „ვულვზის“ ესპანელი შემტევი ადამა ტრაორეა, რომელთან ერთად პორტუგალიელ მწვრთნელს რამდენიმე სეზონის მანძილზე აქვს ნამუშევარი და მას კარგადაც იცნობს. ამ ფეხბურთელის აყვანა „დეზებს“ იჯარით სურთ.