VIDEO: მამარდაშვილის მორიგი მატჩი — ვალენსია ლა ლიგის მე-2 ტურში გრანადას დაუზავდა

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის ეგიდით, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდა.
აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.
აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველმა მეკარემ "ღამურების" მაისურით მოედანზე კვლავ 90 წუთი დაჰყო და მხოლოდ ერთი სეივი განახორციელა.
შეხვედრაში ანგარიში "გრანადას" ფორვარდმა, ლუის სუარესმა მატჩის დებიუტშივე გახსნა, რასაც 88-ე წუთზე "ღამურების" ნახევარმცველმა, კარლოს სოლერმა ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მომდევნო შეხვედრას "ვალენსია" 27 აგვისტოს, ლა ლიგის მე-3 ტურის ეგიდით, "მესტალიაზე" "ალავესის" წინააღმდეგ გამართავს.
ვიდეომიმოხილვა