ავტორიზაცია

VIDEO: "მორიგი მატჩი, კიდევ ერთი ბრწყინვალე სეივი", - ლა ლიგა გიორგი მამარდაშვილზე

თარიღი 22 აგვ 2021, 00:55

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის ეგიდით, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდა.

აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველმა მეკარემ "ღამურების" მაისურით მოედანზე კვლავ 90 წუთი დაჰყო და მხოლოდ ერთი სეივი განახორციელა.

ლა ლიგამ თვითერის ოფიციალურ გვერდზე მამარდაშვილის სეივი გამოარჩია: "მორიგი მატჩი, კიდევ ერთი ბრწყინვალე სეივი".