ავტორიზაცია

VIDEO: ერიკ გარსიას წითელი, დეპაის გოლი — ბარსელონა სტუმრად ბილბაოსთან მარცხს გადაურჩა

VIDEO: ერიკ გარსიას წითელი, დეპაის გოლი — ბარსელონა სტუმრად ბილბაოსთან მარცხს გადაურჩა
თარიღი 22 აგვ 2021, 01:59

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის ეგიდით, "ბილბაომ" შინაურ კედლებში კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველმა ტაიმმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა, ბასკებმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

"ბილბაოს" მცდელობებმა შედეგი 50-ე წუთზე გამოიღო - კუთხურიდან იკერ მუნიაინის ჩაწოდების შემდეგ ინიგო მარტინესმა გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და მასპინძლები დააწინაურა.

"ბარსამ" წონასწორობის აღდგენა 75-ე წუთზე მემფის დეპაის ზუსტი დარტყმით მოახერხა, რომელმაც კლუბის მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში სადებიუტო გოლი შეაგდო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე, ერიკ გარსიამ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა, ნიკო უილიამსი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა "ბარსას" ახალწვეულმა იგი საჯარიმოსთან ახლოს წააქცია და წითელი ბარათითაც დაისაჯა. საბოლოოდ, "ბილბაომ" სახიფათო ჯარიმა ვერ გამოიყენა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ვიდეომიმოხილვა