ავტორიზაცია

"ცოტა გამიკვირდა", - ბაიერნის პრეზიდენტი ალაბას მიერ რეალის გერბის კოცნაზე

"ცოტა გამიკვირდა", - ბაიერნის პრეზიდენტი ალაბას მიერ რეალის გერბის კოცნაზე
თარიღი 22 Aug 2021, 15:59

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, დავიდ ალაბას მადრიდის „რეალში“ წარდგენაზე ისაუბრა.

პრეზენტაციის დროს, ავსტრიელმა ფეხბურთელმა მადრიდის „რეალის“ გერბს აკოცა.

„ცოტა გამიკვირდა, რომ მან ეს გააკეთა.“ - აღნიშნა ჰაინერმა.

დავიდ ალაბა მიუნხენის „ბაიერნის“ აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული, თუმცა გასული სეზონის ბოლოს რეკორდმაისტერი კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა.

მადრიდის „რეალმა“ ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და წინა უქმეებზე მისი დებიუტი შედგა „სამეფო გუნდის“ რიგებში, ის ტონი კროოსის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.

ალაბამ ვინისიუს ჯუნიორს გაატანინა.