ავტორიზაცია

ლივერპულის ექს-ფეხბურთელი: "ეს სოლსკიაერის ბოლო შანსია"

ლივერპულის ექს-ფეხბურთელი: "ეს სოლსკიაერის ბოლო შანსია"
თარიღი 22 Aug 2021, 16:04

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა რობი ფაულერმა, „მან.იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.

ფაულერმა ნორვეგიელი შეაქო, მაგრამ ისიც დაამატა, რომ დროა, გუნდმა ტიტულების მოგება დაიწყოს.

„უნდა ვაღიარო, რომ ჩემდა გასაკვირად, სოლსკიაერი ამ თანამდებობაზე სათანადოდ პროგრესირებს. მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტიტულებს მუდმივად ვერ დაელოდებიან. ვფიქრობ, ეს სეზონი მისთვის გადამწყვეტი იქნება.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ - ტრანსფერებში მეორეა ამ ჩემპიონატში. ოლემ უკვე 466 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. ეს მეტია, ვიდრე მოურინიომ და ასევე მეტია, ვიდრე ვან გაალმა და მოიესმა - ერთად!

ამას სოლსკიაერის გასაკრიტიკებლად არ ვამბობ. უბრალოდ გაჩვენებთ, რამხელაზეა ფსონი აწეული. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სერ ალექსის წასვლის შემდეგ ფეხბურთელებში თითქმის ერთი მილიარდი ევრო დახარჯა და მხოლოდ სამი თასი მოიგო, რაც ასეთი ხარჯებისთვის არასაკმარისია. სოლსკიაერმა კი საერთოდ ვერაფერი მოიგო 3.5 წელიწადში.

მაგრამ ვხვდები, რატომაც შესთავაზეს მას ახალი კონტრაქტი, გუნდი მართლა პროგრესირებს. უკვე ახლა ის გაცილებით დაბალანსებული და ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა მას შემდეგ, რაც ფერგიუსონიწ ავიდა.“ - წერს ფაულერი Mirror-ზე.