VIDEO: პოგბას მორიგმა ასისტმა მანჩესტერს ვერ მოაგებინა, ნუნომ კი ყოფილი გუნდი მინიმალურად დაამარცხა
პრემიერ ლიგის მეორე ტურში დღე „საუთჰემპტონი“ – „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ვულვზი“ – „ტოტენჰემის“ მატჩების გაიხსნა.
„მანჩესტერმაც“ და „ტოტენჰემმაც“ პირველ ტურში იმარჯვეს - „იუნაიტედმა“ „ლიდსი“ გაანადგურა, „ტოტენჰემმა“ კი 1:0 „მან.სიტის“ მოუგო.
დღევანდელ შეხვედრაში „ტოტენჰემმა“ მინიმალური გამარჯვებების სერია ორამდე აიყვანა და ნუნო ეშპირიტუ სანტუმ თავის გუნდს 1:0 მოუგო, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „საუთჰემპტონთან“ მარცხს მეორე ტაიმში გადაურჩა.
ანგარიში 30-ე წუთზე ფრედის ავტოგოლით გაიხსნა, 55-ზე კი „მანჩესტერიდან“ წონასწორობა მეისონ გრინვუდმა აღადგინა, რომელსაც პოლ პოგბამ გაატანინა, ფრანგისთვის ეს მეორე მატჩში მე-5 საგოლე გადაცემა აღმოჩნდა.
რაც შეეხება „ტოტენჰემს“, გუნდმა გამარჯვება დელე ალის ერთადერთი პენალტით გატანილი გოლით მოიპოვა.
საუთჰემპტონი 1-1 მანჩესტერ იუნაიტედი
ვულვერჰემპტონი 0-1 ტოტენჰემი