ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს გაუქმებული გოლი, შესნის შეცდომა და 2:0-დან 2:2! — იუვენტუსმა უდინეზესთან ქულები დაკარგა

VIDEO: რონალდუს გაუქმებული გოლი, შესნის შეცდომა და 2:0-დან 2:2! — იუვენტუსმა უდინეზესთან ქულები დაკარგა
თარიღი 22 აგვ 2021, 22:42

იტალიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსი" "უდინეზეს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 2:2.

შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზევე გაიხსნა - მასპინძელთა კარი პაულო დიბალამ აიღო და "ბებერი ქალბატონი" დააწინაურა. ზუსტად 20 წუთში არგენტინელის გადაცემით ხუან კუადრადომ ტურინელთა უპირატესობა გაზარდა. 

ყველაფერი "იუვეს" მარტივი სამი ქულისკენ მიდიოდა, თუმცა ნურას უკაცრავად - 51-ე წუთზე, რობერტო პერეირამ სხვაობა შეამცირა, 83-ე წუთზე კი, ვოიცეხ შესნის უპატიებელი შეცდომის შემდეგ, ხერარდ დეულოფეუმ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ 94-ე წუთზე, მოედანზე შეცვლაზე შესულმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ეს გოლი გააუქმა.

მომდევნო ტურში "იუვენტუსი" შინაურ კედლებში "ემპოლის" უმასპინძლებს, მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება.

ვიდეომიმოხილვა