ავტორიზაცია

ტოტენჰემი გრანადას მცველით ინტერესდება

ტოტენჰემი გრანადას მცველით ინტერესდება
თარიღი 23 აგვ 2021, 00:18

"გრანადას" მცველმა, დომინგუშ დუარტემ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Express.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის პორტუგალიელისთვის "ტოტენჰემი" იბრძვის.

გასულ სეზონში დუარტემ "გრანადას" რიგებში 40 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

Tranfermarkt-ის ვერსიით, უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.